LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში – კახა კალაძე

75

თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით.

“გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები