LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები – დონალდ ტრამპი

41

თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გავხდები, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მისი მიდგომა რუსეთთან მიმართებაში უფრო ხისტი და მკაცრია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პრეზიდენტს ჰქონია.

“გაიხსენეთ სანქციები, რომელიც რუსეთს დავუწესე, რუსი დიპლომატები, რომლებიც აშშ-დან გავაძევე. ამდენი რამ რუსეთთან მიმართებაში არავის გაუკეთებია,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ურთიერთობის დალაგება პრეზიდენტ პუტინთან პოზიტიური ამბავი იქნება.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მიწვევა დაავალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები