LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ქვეყანა პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე არ გადავა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეფერხდება – ეკა გიგაური

57

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე არ გადავა, ამას კონკრეტული პრობლემები მოჰყვება.

ეკა გიგაური ამ განცხადებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიმდინარე დიალოგს ეხმიანება.

„ცხადია, რომ შეყოვნდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ცხადია, რომ ეს ყველაფერი იმოქმედებს ქვეყნის რეპუტაციაზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა უკვე საათზე მეტია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები