LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ეკა გიგაური ომისკენ მოუწოდებს სახელმწიფოს, მნიშვნელოვანია, ელჩი გაემიჯნოს, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა: ირაკლი კობახიძე

114
251390081_85_0_3726_2048_1920x0_80_0_0_ef56dd94a9c745714feca0ea73205214

“ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ის ელჩთან. არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა, მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დაისვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კონკრეტულ განცხადებებს გამიჯვნოდა, რაც არ მოხდა.

„ჩვენ არასდროს არ გვსურდა საჯარო დისკუსია გაგვემართა აშშ-ს ელჩთან. არ დაგვისვამს კითხვები, თუმცა, მოხდა ისე, რომ კონკრეტული კითხვები დაისვა მის მიმართ და სამწუხაროდ, ამ კითხვებს პასუხი არ გაეცა. მაგალითად, ემიჯნებოდა თუ არა ეკა გიგაურს კელი დეგნანი”, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი გააკრიტიკა.

„გიგაურს რაც შეეხება, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: რუსეთი ყველგან ვერ იომებს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა. ეს იყო გიგაური და ასეთ დროს თითის გაშვერა სხვებისკენ არის უბრალოდ წარმოუდგენელი. პირდაპირი მოწოდება ჰქონდა მას ომისკენ. რას ემსახურება ეს ადამიანი ყველა ძალიან კარგად ხედავს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა გაემიჯნოს გიგაურის ნებისმიერ განცხადებას“, – თქვა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები