LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულმა სააგენტომ საოცნებო ვაკანსია გამოაცხადა

110

„OneTwoTrip”-მა საოცნებო ვაკანსია გამოაცხადა. ტურისტული სერვისი ეძებს ადამიანს, რომელიც თავის დროსა და ენერგიას სხვადასხვა ქვეყნების ვიზიტში დახარჯავს და ამისთვის საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებასაც მიიღებს. უფრო ზუსტად კი სააგენტო ეძებს მოგზაურობის მოყვარულს, რომელიც მზად იქნება, რომ თავისი გამოცდილება ტურისტებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაუზიაროს, მისცეს მათ საჭირო რჩევები და სწორი მარშრუტის არჩევაშიც დაეხმაროს. ვაკანსიაში ასევე ნათქვამია, რომ შერჩეული კანდიდატი უნდა იყოს – კომუნიკაბელური, აქტიური, ქონდეს უცხოეთის პასპორტი და თავისუფლად საუბრობდეს ინგლისურ ენაზე.

ვისაც ეს პოზიცია დააინტერესებს შეუძლია თავისი კანდიდატურა სააგენტოს სპეციალურ გვერდზე წარადგინოს და დამატებით მოთხოვნებსაც იქვე გაეცნოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები