LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წლის ანგარიში წარადგინა

37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო Moxy-ში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ასევე დიპლომატიური კორპუსის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანგარიშში 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი და პრესტურები ტურები, პუბლიკაციები სხვადასხვა ღონისძიებებია მიმოხილული.

2017 წელს საქართველომ 7,554,936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ზრდა +18.8%. უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტები, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ქვეყანაში 3,478,932 შეადგინა. ზრდა +27.9% .

საქარველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთელი წლის განმავლობაში ჩაატარა ინტერნეტმარკეტინგული კამპანია სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ადმინისტრაციის პარტნიორმა, კორპორაცია Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ წარმატებულ პროექტად შეაფასა. 2017 წელს მომზადდა სარეკლამო კამპანია მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე.

მსოფლიოში აღიარებულმა გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემებმა და პლატფორმებმა საქართველო საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში შეიყვანეს.

“სიტყვა ტურიზმი საქართველოში გადაიქცა წარმატების სინონიმად, 2017 წელი გამორჩეული იყო, ჩვენ 7,5 მილიონი საერთაშორისო მოგზაური გვეწვია. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ მშრალი ციფრები, ყოველივე ეს აისახება დამატებით დასაქმებაზე, შემოსავლებზე. 2018 წელი კიდევ უფრო მეტი ოპტიმისტური პროგნოზების საშუალებას გვაძლევს, რადგან იანვარ-თებერვლის მონაცემებით დაახლოებით 27%-იანი მატება გვაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ჩვენ გადავლახავთ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს, ეს არის 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური და შემოსავლები გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს ერთი წლის განმავლობაში”-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები