LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთმა დედაქალაქში ლგბტ ღონისძებები აკრძალა

60

თურქეთმა, ანკარაში,გეი, ლესბო, ბისექსუალი და ტრანს ჯგუფების მიერ ორგანიზებული ყველანაირი, ღონისძიება აკრძალა.

ხელისუფლების განცხადებით, აკრძალვა ღონისძიებებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამო დაწესდა.

“შეზღუდვები” ძალაში დღეს შევიდა და განუსაზღვრელი დროით გაგრძელდება. ის ასევე კრძალავს, ლგბტ ფილმების ეკრანიზებას და თეარებში, პანელებზე და გამოფენებზე ამ თემის წამოჭრას.

მთავრობაში ამბობენ, რომ ეს თემა ჯგუფებს შორის მტრობასა და დაძაბულობას ქმნის, რამაც შეიძლება კონკრეტული პირების “ჯანმრთელობასა და მორალს” საფრთხე შეუქმნას.

სხვა მუსლიმური ქვეყნებისგან განსხვავებით ჰომოსექსუალობა თურქეთში დანაშაული არ არის. ქვეყანაში უამრავი ასეთი ორგანიზაცია ლეგალურად ფუნქციონირებს. მაგრამ ამბობენ, რომ ლგბტ თემი მაინც დისკრიმინაციის პრობლემის წინაშე დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები