LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

90

ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში. ქუტაიჰას პროვინციაში, ქალაქ გედიზთან ახლოს, ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს სანომრე ნიშნები ჰქონდა, გზიდან გადავარდა.

თურქული მედიის ცნობით, მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მისი ცხედარი ქალაქ გედიზის  პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები