LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს

88

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით სტამბოლში 82 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაცია სტამბოლის შვიდ უბანში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

გუშინ, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო 100 ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები