LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში პოლიციამ ჟურნალისტები დააკავა

80

თურქეთში პოლიციამ მათი გაზეთის თურქული გამოშვების Taz Gazete-ის ჟურნალისტები დააკავა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“  ავრცელებს.

Taz Gazete-ის რეპორტიორები დემირი და ჰურტაში სამდღიან პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა ოფიციალურად არ დაუპატიმრებიათ. ისინი ხალხში ძალადობის პროვოცირებაში არიან ეჭვმიტანილები.

22 იანვარს, სირიის აფრინის რაიონში თურქულ არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის შეტაკებებისას, ერთი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქურთულმა დაჯგუფებამ „სახალხო თავდაცვის ძალები“ აშშ-ზე არ უნდა დაამყარონ იმედები.

თქვენ ვერ შეებრძოლებით თურქეთს იმის იმედით, რომ აშშ მხარს დაგიჭერთ. ეს უნდა იცოდეთ!“ – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთმა სირიაში ტანკებიც შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები