LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Twitter-ზე ტრამპის მსგავსი წიწილა გამოჩნდა

53

თეთრ სახლთან ახლოს ტრამპის მსგავსი წიწილის ქანდაკება გამოჩნდა. წიწილა დონალდ ტრამპის “სუსტი” და “არაეფექტური” ხელმძღვანელობის გასაპროტესტებლად შექმნეს.

9 მეტრის სიმაღლის „წიწილა დონი“ ამერიკის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციასა და ვაშინგტონის ცნობილ ძეგლს შორის დგას.

წიწილის ფლობელის – ტარან საინის თქმით, „დონი“ შეშინებულ პრეზიდენტს ასახავს. წიწილამ Twitter-მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ზოგი ფიქრობს, რომ ქანდაკება ძალიან პათეტიკურია.

ოთხშაბათს, სოციალურ ქსელში აქტივისტმა ბრარმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა, წიწილა პრეზიდენტს ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებოდა. ბრარმა თეთრი სახლის ლიდერს ცუდი და არასტაბილური უწოდა.

„ტრამპს ეშინია, რომ პუტინს აღუდგეს და ახლა ის ჩრდილოეთ კორეასთან ქათმის თამაშს თამაშობს“, – განაცხადა ბრარმა. 

აპრილში დიდი ფრინველი აშშ-ს გარშემო მსვლელობაშიც „მონაწილეობდა“, რა დროსაც დემონსტრანტები პრეზიდენტს საგადასახადო დეკლარაციის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები