LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

76

ტყიბულში დაშავებული მეშახტეებიდან ორის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა – ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

დაზარალებულები დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

ამავე კლინიკაში რჩება კიდევ 2 დაშავებული – სულ გუშინდელი ტრაგედიის შედეგად ტყიბულიდან თბილისში 5 მეშახტე გადმოიყვანეს. ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნება. მინისტრის თქმით, შახტის დახურვა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული პრობლემების მოსაგვარებლად.

“რაც შეეხება, ზოგადად მინდელის შახტის უსაფრთხოების შესწავლას, მართლაც ეს დახურვის პერიოდი უნდა გამოყენებული იქნას, ძირითადად შესასწავლად და სამოქმედო გეგმის შესასწავლად,”-აცხადებს დავით სერგეენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები