LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამის ალპების არდადეგების დროს ქეით მიდლტონი საფრანგეთის სამთო კურორტზე იმყოფებოდა

70

გამოცემა The Sun-ის ცნობით, პრინც უილიამის ალპებში ცნობილი გართობის დროს, როდესაც ის მოდელ სოფი ტეილორთან ფლირტში „დაადანაშაულეს“, ქეით მიდლტონი საფრანგეთის  სამთო კურორტზე იმყოფებოდა, სადაც მისი დის, პიპა მიდლტონის ქორწილის წინა გოგონების წვეულებას დაესწრო.

გამოცემისვე ცნობით, ორივე მათგანი ერთი თვითმფრინავით გაემგზავრა. ჰერცოგი მეგობრებთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, ქეითი და პიპა კი – საფრანგეთში. ორივე სამთო კურორტი ერთმანეთისგან 160 კილომეტრით არის დაშორებული.

პიპას თხილამურებზე დგომა ძალიან უყვარს, ამიტომ გოგონების წვეულების გამართვის ადგილზე ბევრი არ უფიქრია. ცნობილი ხდება, რომ ისინი ადგილობრივ შალეში განთავსდნენ, რომლის მეპატრონემ საპატიო სტუმრებს საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები, მათ შორის შვეიცარული საათები უსახსოვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები