LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობის წევრები “ქართული ოცნების” ოფისში იკრიბებიან

94

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან. როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ მედიას განუცხადა, შეხვედრას სამუშაო ხასიათი აქვს და განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იქნება.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება სხვა საორგანიზაციო საკითხებსაც.

ცნობისთვის, პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფარგლებში განხილული აქვს. დარჩენილია საბოლოოდ დამტკიცების ეტაპი. პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში უნდა აისახოს ის ცვლილებები, რომელიც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები