LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაგრძელებთ ეროვნული პროდუქციის მოთხოვნის კამპანიას”

97

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში აჭარის ქართული საწარმოები მოინახულა. საპრეზიდენტო კამპნიის მიზანი ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაციაა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კომპანია “მოითხოვე ქართული”, ჩვენი ეკონომის გაძლიერებასა და ლარის დასტაბილურებას უწყობს ხელს.

„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „მოითხოვე ქართული“.  კამპანიას, რომელიც აძლიერებს ეროვნულ პროდუქციაზე მოთხოვნას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული პროდუქციის მოთხოვნით, ქართული პროდუქციის შეძენით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოებში მუშაობს.

საწარმოებში, რომლებშიც ამზადებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომლებიც ამზადებენ საერთაშორისო ბაზრებისთვის პროდუქციას და შესაბამისად აძლიერებენ ჩვენს ეკონომიკას და აძლიერებენ ჩვენს ლარის მსყიდველუნარიანობას“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“  12 იანვარს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი კამპანიით  მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.

ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.