LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლის ძმარი – კანისა და თმის აღმდგენი და უცელულიტო სხეულის საიდუმლო

2042

თუ თქვენ ვაშლის ძმარს მხოლოდ სალათის შესანელებლად იყენებთ, ძალიან ბევრს კარგავთ. ნატურალურ ვაშლის ძმარში არის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ვიტამინი, მინერალი და ორგანული მჟავა, რომელიც კანის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობა კი არა მხოლოდ ცელულიტსა და მზით დამწვრობას ებრძვის, არამედ შეუძლია თქვენს თმას ბზინვარება და სირბილე დაუბრუნოს.

ვაშლის ძმარი სახისთვის

ნატურალური ვაშლის ძმარს აქვს სამკურნალო თვისებები და შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ვიტამინებს (А, В1, В2, В6, С, Е),მიკროელემენტებს. მას აქვს გამაახალგაზრდავებელი, გამწმენდი მოქმედება, აუმჯობესებს კანის ფერს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს, გამონაყარის შემდეგ დატოვებულ ნაწიბურებს. ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ამიტომ ხშირად ურჩევენ ადამიანებს, ვისაც პრობლემური, ცხიმიანი სახის კანი აქვს.

თმისთვის

ვაშლის ძმარი ფართოდ გამოიყენება სახლში დამზადებულ კოსმეტიკაში, მაგალითად – თმის ბზინვარების და სირბილის აღსადგენად. თავის დაბანის შემდეგ შეგიძლიათ თავზე გადაივლოთ 2 კოვზი ვაშლის ძმარი და 2 ჭიქა თბილი წყლის ნაზავი. ამის შემდეგ თქვენი თმა უფრო რბილი და დამყოლი იქნება. ამასთან, ვაშლის ძმარი ქერტლის პრობლემასაც მოაგვარებს.

ცელულიტთან ბრძოლა

ვაშლის ძმრით, შეგიძლიათ, ცელულიტს ებრძოლოთ, პროდუქტს, უმეტესად, შესაფუთად იყენებენ ხოლმე. ამ მიზნით, თანაბარი რაოდენობით წყალი და ძმარი უნდა შეურიოთ ერთმანეთში და შეიზილოთ პრობლემურ ზონებში, ზემოდან კი გადაიკრათ ცელოფანი და გადაიფაროთ რამე თბილი, მაგალითად – პლედი. 1 საათის შემდეგ უნდა მოიხსნათ ცელოფანი, ჩამოიბანოთ წყლით და წაისვათ დამატენიანებელი კრემი. ხილის მჟავების წყალობით, ვაშლის ძმარი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას პრობლემურ ზონებში, შლის ცელულიტს, ცხიმს და გამოაქვს ის ორგანიზმიდან.

მზით დამწვრობის დროს

ვაშლის ძმარი მზით დამწვრობისასაც გამოიყენება. დაასველეთ პირსახოცი ძმრით და დაიდეთ პირდაპირ დამწვარ ადგილებზე. ვაშლის ძმარი ჩააქრობს ანთებით პროცესს და მოგიხსნით ქავილის შეგრძნებას. ვაშლის ძმარი აღადგენს კანის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რაც კანის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები