LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერიკო ტურაშვილი: „მგონია, რომ მე და კახას ერთად მუშაობა გამორჩეულად კარგად გამოგვდის!..“

331

ვერიკო ტურაშვილისა და კახა კუხიანიძის დუეტი სიმღერაზე „დეკემბერი“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ის „ოქროს ტალღის“ ნომინაციებს შორის მოხვდა. კახასა და ვერიკოს შესრულებამ მათი კოლეგების ქებაც დაიმსახურა და მსმენელისაც.

ვერიკო ტურაშვილი:

წელს ჩემი სამი სიმღერა არის წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“, რაც ძალიან მახარებს, მათ შორის ერთ-ერთია ზურაბ მჟავიას ძველი სიმღერა „დეკემბერი“, რომელიც მე და კახამ ახლებური ვერსიით ჩავწერეთ.

კახა კუხიანიძე:

რაც შეეხება ვიდეორგოლს, ის გადაიღეს გიორგი ცაავამ, მარიკა ქურდუბაძემ, გეგი თევზაძემ და რამაზ გუნავამ, დიდი მადლობა ამ გუნდს. სიმღერასთან ვიდეო ძალიან ახლოს არის, თბილი გამოსახულებაა.

ვერიკოზე ვიტყვი – ის ჩემთვის მეგობრის გარდა, ყველაზე კარგი მომღერალია განსხვავებული ტემბრით, რომელიც ჩემთვის მალამოა. მასთან მშაობის პროცესი საინტერესო და კარგია.

ჩვენი დუეტი რიგით მერამდენეა, ვეღარ ვითვლით (იცინიან). მსმენელისთვის მეორე დუეტია, პირველიდან 12 წელი გავიდა და ამდენი წლის შემდეგ ისევ ჩავწერეთ დუეტი.

„დეკემბერს„ რაც შეეხება, კარგი გამოვიდა…

ვერიკო:

ვფიქრობ, ამ დუეტს აქვს შანსი, დაფასდეს „ოქროს ტალღაზე“. მინდა, ამ სიმღერას წარმატებას მიაღწიოს ერთადერთ და განუმეორებელ, ჩვენთვის ენთუზიაზმის მომცემ „ოქროს ტალღაზე“.

მეც მინდა, კახაზე ვთქვა იგივე, რაც მან ილაპარაკა ჩემზე. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველა არ მომწონს როგორც მუსიკოსი და შემსრულებელი. კახა ძალიან მაგარი მომღერალია და ახლოსაა ჩემს შინაგან შემოქმედებით სამყაროსთან. მგონია, მე და კახას ერთად მუშაობა გამორჩეულად კარგად გამოგვდის.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები