LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითიბი ბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა

93

“ვითიბი ბანკი” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი  გახდა. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას დღეს “ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ  და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა მოაწერეს ხელი.

“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრი ოთხმოცდამეათე  სეზონს,  3 ოქტომბერს იწყებს. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ნავიგატორი“, დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე.

“ვითიბი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ პრეს კონფერენციაზე განაცხადა: “ჩვენ მოხარულები ვართ რომ დღეს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. მიგვაჩნია, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუცილებელია ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად მიეცეს განვითარების საშუალება. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში, რაც დარწმუნებული ვარ წარმატების მომტანი იქნება, როგორც ჩვენთვის ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები