LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმოუდგენელია, ეს რეალური იყოს – სერგეენკო სუბელიანის ფარულ ჩანაწერებზე

73

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ 14 ოქტომბერს მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ კომპრომატებზე და უამრავ დანაშაულზე საუბრობს, არარეალურია.

სერგეენკო ფიქრობს რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„ამ ჩანაწერებს რომ მოვუსმინე, პირველი შთაბეჭდილება იყო, წარმოუდგენელია იმისათვის, რომ ეს რეალური იყოს. რამდენადაც მე ვიცი, ამ ჩანაწერების ირგვლივ დაწყებულია გამოძიება და მე მგონია, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ იქ გაჟღერებული ამბები რეალობასთან ახლოს არ უნდა იყოს,” – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერების ნაწყვეტები, რომელშიც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე და  გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი ფიგურირებენ.

უამრავი სკანდალური ინფორმაციის გარდა, ჩანაწერებში საუბარია ხორავას ქუჩის საქმეზეც.

ჩანაწერების ტექსტური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკებზე:

მოიპარეს ბავშვები და მამის თვალწინ სცემეს – მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერში

“ჩვენ ხალხს ვიტაცებდით და დედას ვუ…ავდით და წინ არ დახვედრიათ არაფერი” – სუბელიანის ფარული ჩანაწერი

ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები