LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს წარმატებული რთველი იქნება – ლევან დავითაშვილი

33

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, წელს რთველი წარმატებული იქნება და სახელმწიფო იზრუნებს იმაზე, რომ გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ.

„ღვინის ინდუსტრიაში რეკორდულად მაღალი გაყიდვები გვაქვს. კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შეძენაზე დაინტერესებაც მაღალია. მიუხედავად გვალვიანი და რთული კლიმატური პირობებისა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი. რთველი ჩატარდება ძალიან წარმატებულად, უკვე ძალიან წარმატებულად მიდის. ვხედავთ, რომ საფერავის ფასები არის უპრეცედენტოდ მაღალი და რქაწითელი არის საკმაოდ დიდი რაოდენობის. სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ ეს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები