LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინასწარი ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე ლამინატის საწყობი იწვის

78

წინასწარი ინფორმაციით, ერისთავის ქუჩაზე ლამინატის საწყობი იწვის – ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 18 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი 500-600 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული, თუმცა გვერდით შენობებზე გადასვლის საშიშროება არაა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განცუხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყება, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძრისას არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები