ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი, პრინცი ჰარი და პრინცი ჩარლზი წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესიაში მსახურებას დაესწრნენ.
სამეფო ოჯახის წევრები, წვიმის მიუხედავად, მათთან შესახვედრად მისული ხალხისთვის ეზოში გაჩერდნენ. ერთ-ერთი მოქალაქისგან კი ქეითმა ყვავილების თაიგული მიიღო საჩუქრად.
პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტა მშობლებს, ისევე როგორც შობას, ეკლესიაში არც ამჯერად წაუყვანიათ.