LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მიმართულებით უფრო მეტი დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას – ნინო ლომჯარია

53

საპარლამენტო კომიტეტებში ომბუდსმენის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურის განხილვა დაიწყო. მთავარი აუდიტორის ყოფილი მოადგილე სახალხო დამცველის კანდიდატად მმართველმა გუნდმა წარადგინა.

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერება.

„გამოწვევები ყველა სფეროში არსებობს იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები არის ისეთი რამ, არ შეიძლება, მივიჩნიოთ უკვე მიღწეულად და გარანტირებულად. ადამიანის უფლებების დაცვას მუდმივად სჭირდება ბრძოლა და დაცვა, მოპოვება. გაუმჯობესებები ყველა მიმართულებით არსებობს, თუმცა ეს ტენდენციები უნდა გაგრძელდეს და უფრო მეტი დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას ყველა მიმართულებით,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები