2013–ში, თბილისში კონცერტი 8 წლიანი პაუზის შემდეგ გამართეს. მას მერე კიდევ წლები გახდა იმისთვის საჭირო, რომ საქართველოში ცნობილი რუსული ჯგუფის А’Студио-ს ცოცხლად მოსმენა შეგვძლებოდა. ამჯერად დამსახურება ივენთ კომპანია “კონსპირასის” უნდა მივაწეროთ.
ქეთა თბილისში ხშირად დადის. განსაკუთრებით მას მერე, რაც ნატო დუმბაძემ ქართული Voice-ის ჟიურის წევრობა შესთავაზა. А’Студио-ს წევრები კი საქართველოში უკვე წლებია აღარ ყოფილან. კოლექტივი, რომელიც ჩვენთან კონცერტებს 90-იანი წლებიდან მოყოლებული მართავს, ქართველ მსმენელს განსაკუთრებული სითბოთი მოიხსენიებს.
კონცერტამდე გამართულ პრეს კონფერენციაზე ჯგუფმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც კოლექტივიდან პოლინა გრიფიტის წასვლის შემდეგ, А’Студио სოლისტის გარეშე დარჩა, პროდიუსერმა – ნატო დუმბაძემ კი ბიჭებს ქეთას კანდიდატურა შესთავაზა.
