გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 423 843-ია.
ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 2 286-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 386 998-მდე გაიზარდა.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 5 876 პაციენტი.
ამ დრომდე:
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 20 661 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, PCR ტესტით – 10 602.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,68%.
სრულად აცრილია 161 542 ადამიანი.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.