LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ელი მაისი შესაძლოა დასვენების დღე გახდეს – დეპუტატის ინიციატივა უკვე პარლამენტშია

660
news_24936

დეპუტატ გია ჟორჟოლიანს სურს პირველი მაისი უქმე დღედ გამოცხადდეს. ამ ინიციატივით მან საკანონმდებლო ორგანოს დღეს უკვე მიმართა.

მისი თქმით, შრომის უფლებების დაცვის დღის უქმედ გამოცხადება, ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ეს დღე უქმედ ევროპის უმრავლეს ქვეყანაშია გამოცხადებული.

“ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობისა და პატივისცემის დღე. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ შრომის როლი ქვეყნის განვითარებაში. პირველი მაისის უქმე დღედ გამოცხადება უნდა იყოს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შრომის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. ამიტომ, იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება ამას კარგად გააცნობიერებს და მათ შორის იმედი მაქვს ზეგავლენას მოახდენს იმ ჯგუფზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

1-ელი მაისი შრომის უფლებების დაცვის დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g