LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯების 50% აუნაზღაურდება

97

2017 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახელებებში მოსახლეობას ელექტროენერგიის ხარჯების 50% აუნაზღაურდება.

შეღავათი გავრცელდება 1200 დასახლებულ პუნქტზე; დაახლოებით 65 000 ოჯახზე და გათვლილია არა უმეტეს 100 კვტ.სთ-ზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 6 000 000 ლარამდე გამოიყოფა.

გარდა ელექტროენერგიისა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გათვალისწინებულია შემდეგი შეღავათები:

  • დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში – 200 ლარი
  • სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაეზარდათ ვაუჩერი
  • მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
  • სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
  • სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
  • დაწესდება ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისათვის – პენსიის ოდენობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
  • მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით (ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან)
  • მაღალმთიან დასახლებაში, კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან
  • მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე მეწარმეები 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ ქონებისა და მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ყველა ფიზიკური პირი გათავისუფლებულია მიწის გადასახადისგან

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა იხილეთ: http://gov.ge/s/91903

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 99 დასახლება დაემატება: http://gov.ge/s/8455e

magti 5g