LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“1 ივლისის შუადღე იქნებოდა, როცა ნანამ სამსახურში დამირეკა და მახარა, ირაკლისა და ქეთათოს ნანა ჩარკვიანი შეეძინათო” – გელა ჩარკვიანი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

1419
BeFunky-collage (1)

ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათო პოპიაშვილის შვილი ნანა ჩარკვიანი იუბილარია.

ნანას დღეს 18 წელი შეუსრულდა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გელა ჩარკვიანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“1 ივლისის შუადღე იქნებოდა, როცა ნანამ სამსახურში დამირეკა და მახარა, ირაკლისა და ქეთათოს ნანა ჩარკვიანი შეეძინათო – 3 კგ და 400 გრ და 49 სმ დაიბადა იქ, სადაც 64 წლით ადრე დავიბადე მე, ვაკის ყოფილ მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოში. გინეკოლოგი, ვინც ქეთათო ამშობიარა, ლევან ღოღობერიძის ძმა, სოსო იყო. მან ნაცნობობით ირაკლი მშობიარობის პროცესს დაასწრო. ქართული როკის ჩე გევარამ, როგორც მას რადიოდიჯეებმა უწოდეს, ყველაფერი დეტალურად ფირზე აღბეჭდა.”-წერს გელა ჩარკვიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g