LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი მარტიდან, ლატვიაში მოგზაურობა მარტივდება: თვითიზოლაციის მოთხოვნა უქმდება

81
viza-dakota

ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 28 თებერვალს სრულდება პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ინფორმაციას ლატვიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1-ლი მარტიდან, ლატვიაში შემომსვლელებისთვის უქმდება ე.წ. კოვიდპასის აპლიკაციის (covidpass.lv) შევსების ვალდებულება და თვითიზოლაციის მოთხოვნა.

ქვეყანაში შემომსვლელთათვის კვლავ ძალაში რჩება საზღვრის კვეთისას, COVID-19 სერთიფიკატის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის ვალდებულება.

ქვეყნის მასშტაბით, 1-ლი მარტიდან, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის მოთხოვნა ძალაში რჩება, გარდა შემდეგისა:

  • გარე სივრცე;

  • საცალო ვაჭრობის სექტორი;

  • ეკლესიაში, რელიგიურ ღონისძიებები.

ქვეყანაში მოქმედებს სამედიცინო ან რესპირატორული ნიღბების ტარების მოთხოვნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, უნდა ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g