ჯანდაცვის სამინტრომ 1 წლის ბარბარე მოლაშვილის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა, ამის შესახებ „ფორტუნას“ სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენისთვის საჭირო თანხის ნაწილი მოსახლეობამ შეაგროვა, დანარჩენს კი ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.
უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ბავშვის მშობლები ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ, ამის შემდეგ კი ბარბარე მოლაშვილი ოპერაციისთვის თურქეთში გაემგზავრება.
ბავშვის მამა, გიორგი მოლაშვილი კი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ ოპერაციისთვის ჯანდაცვის უწყებამ 44 ათასი დოლარი გამოყო, ბავშვის გადაფრენას კი თურქეთში დღესვე შეეცდებიან.
ავტორი გვანცა ბზიავა