8-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და გაფიცვის შემდეგ, ჭიათურაში 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაუწყო.
უკვე მე-4 დღეა ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები გაფიცულები არიან
გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მაღაროში დასაქმებულების თქმით, კომპანია დათმობაზე არ წავიდა.
მაღაროელები ხელფასების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი ნორმების დაცვას ითხოვენ:
„პროტესტის მერვე დღეა. 10 ადამიანი ვშიმშილობთ. შიმშილობის გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მივიღეთ, იმიტომ, რომ ჩვენი მინიმალური მოთხოვნები გულთან საერთოდ არ მიიტანეს, არანაირ დათმობაზე არ წამოვიდნენ, ამიტომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართეთ“ – აცხადებს მედიასთან ერთ-ერთი მაღაროელი.
როგორც გაფიცულები ამბობენ, პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:
„დავიწყეთ შიმშილობა, ამ დღეების განმავლობაში ასეთი რეჟიმით ვიხელმძღვანელებთ, ამასთან, ერთი წუთით არ ვკარგავთ მუხტს. ყოველდღიურ რეჟიმში ისევ იმ რაოდენობით უნდა შევიკრიბოთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ვიცით, რაღაც დათმობებზე ჩვენც მოგვიწევს წასვლა, მაგრამ არა ისეთზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეს კომპანიაც“.
ცნობისათვის, ჭიათურაში 300 მაღაროელი უკვე მერვე დღეა, გაფიცულია, მათ მერიასთან კარავი აქვთ გაშლილი.