10 ივლისს, კახეთში, წინანდლის მამულში შედგება მუსიკალური პროექტის პრემიერა, “zwieSHEN”.
ქართველ და გერმანელ მუსიკოსებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას იღებენ ამავე პროექტის ავტორები, ვაიმარის სამუსიკო უნივერსიტეტის პროფესორი მანფრედ ბრუნდლი და ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ცნობილი მუსიკოსი ზაზა მიმინოშვილი, ჯგუფი “შინის” ერთ-ერთი ფუძემდებელი.
საღამო 18:00 საათზე დაიწყება.
