კოგნიტური ნეირობიოლოგიის დოქტორმა, ჯეიკობ ჯოლიჯმა, უამრავი კვლევა აწარმოა და საბოლოო ვერდიქტიც გამოიტანა. მეცნიერმა ფორმულა შექმნა, რომელიც კომპოზიციის განსაკუთრებულობას იკვლევს და ბედნიერების მომნიჭებელ მუსიკალურ ნამუშევრებს ასახელებს.
მკვლევარმა ტოპ-10 კომპოზიცია დაასახელა, რომლებიც ადამიანებში გარკვეულ ფსიქიკურ რეაქციებს იწვევს, ორგანიზმში ენდორფინების დონეს ზრდის და ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ათეულში 80-იანი წლების ჰიტები ჭარბობს, მოწინავე პოზიციებს შორის ისეთი ეპოქალური არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების ნამუშვრები მოხვდა, როგორებიც არიან: გლორია გეინორი სიმღერით I Will Survive, ბონ ჯოვი სიმღერით Livin’ on a Prayer, ბილი ჯოელი კომპოზიციით Uptown Girl, ABBA – Dancing Queen და Queen კომპოზიციით Don’t Stop Me Now, სწორედ ეს უკანასკნელი განთავსდა ბედნიერების მომნიჭებელის სიმღერების ათეულის მოწინავე პოზიციაზე.
მაშ ასე, 10 კომპოზიცია, რომელიც აბედნიერებს:
10. Katrina & The Waves – Walking On Sunshine
9. გლორია გეინორი – I Will Survive
https://www.youtube.com/watch?v=ARt9HV9T0w8&feature=emb_title
8. ბონ ჯოვი – Livin’ On A Prayer
7. Cyndi Lauper – Girls Just Want To Have Fun
6. The Monkees – I’m a Believer
5. Survivor – Eye Of The Tiger
4. ბილი ჯოელი – Uptown Girl
3. The Beach Boys – Good Vibrations
2. Abba – Dancing Queen
1. Queen – Don’t Stop Me Now