LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო კუნძული, რომელიც სიცოცხლეში უნდა ნახოთ

47

ოქროსფერი ქვიშისა თუ ლურჯი სანაპიროს მოყვარულებს ხმელთაშუა ზღვის 10 საუკეთესო კუნძულს წარმოგიდგენთ, რომელიც სამოთხის ტოლფასია.

 

 

 

1.სარდინია

ზურმუხტოვანი სანაპირო, უჩვეულოდ სუფთა წყალი და თვალისმომჭრელი სილამაზის ყურეები – ეს სარდინიაა, მარგალიტი იტალიის კუნძულებს შორის, სადაც იხარჯება დიდი ფული, გზებზე კი ხანდახან „ფერარისა“ და „მაზერატის“ საცობებია. კუნძული რეკორდულად მოკლე დროში ფუფუნების ოაზისად იქცა და ვინც ერთხელ მაინც იყო სარდინიაზე, ის უცილებლად ბრუნდება კიდევ.

2. კორსიკა

ლამაზი პლაჟები, ხეობები, მთები და დიდებულ ტყეებში ბუდეებივით განთავსებული სოფლები – კორსიკას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო თაფლობის თვე გაატაროთ.

3. იბიცა

ადგილი, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი და Yahoo-ს გენერალური დირექტორი, მარისა მეიერი, თავიანთი ოჯახებით არდადეგებს ატარებენ. სადაც შეუძლებელია მილიარდერების, ლაქშმი მიტალის, რომან აბრამოვიჩის, დევიდ გეფენისა და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის თეთრაფრიანი იახტები შეუმჩნეველი დაგრჩეთ.

4.მალიორკა

ცხელი მზე, თბილი წყალი,  მუდმივად თანამედროვე ფლამენკოს რიტმი და კორიდის მაჯისცემა – ეს მალიორკაა, ხმელთაშუა ზღვაში ბალეარის არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძული, რომელიც   ტურისტებს ყოველწლიურად  სთავაზობს  ახალ-ახალ, სულ უფრო კომფორტულ საშუალებებს დაუვიწყარი შვებულების გასატარებლად.

5. უნიკალური კლიმანტის კუნძული კორფუ

კორფუ ხმელთაშუა ზღვის ყველაზე მწვანე კუნძულად ითვლება თავისი ეგზოტიკური სანაპიროებით, ზეთისხილით ჭალეებით და ფორთოხლის ბაღებით. კუნძული სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა სახლად არის მიჩნეული

 

6.მიკონო

ფირუზისფერი ზღვა და  ოქროსფერი ქვიშა – კუნძული მიკონო ევროპის მასშტაბით ერთ–ერთ პოპულარულ გასართობ ადგილად ითვლება. აქ არაჩვეულებრივ დასვენებასთან ერთად ადრენალინის მოყვარულებს  განუზემელი სიამოვნება ელოდებათ.

 7. დიდი ოცნების პატარა კუნძული მალტა

ამ პატარა კუნძულის გარშემო კამკამა ზღვაა, ზოგან ქვიშიანი ლაგუნაა, ზოგან ქვიანი სანაპიროები. კლიმატი რბილი და თბილია, ზღვაში ბანაობა ნოემბრის ბოლომდე შეიძლება. თუ შოპინგის მოყვარული ხართ და გიზიდავთ ეგზოტიკური ძველი ქალაქები, საპორტო ქალაქები,ზღვა და ღამის აქტიური ცხოვრება , მაშინ აუცილებლად ეწვიეთ მალტას.

8. სანტორინი

სანტორინიზე იპოვით წითელ კლდეებს, თეთრ ქარის წისქვილებს, ლურჯ ზღვას, შავ პლაჟებს და საუკეთესო განწყობას  – იმას, რაც სანტორინი საბერძნეთის სავიზიტო ბარათად აქცია.

9.სიცილია

უნიკალური კულტურების სინთეზისა და ულამაზესი ბუნების წყალობით სიცილია იზიდავს როგორც საზღვაო დასვენების მოყვარულებს, ასევე ისტორიული ადგილების მონახულების მსურველებს. სამხრეთ სანაპიროზე ქვიშიან – კენჭიანი პლაჟებია, ხოლო ჩრდილოეთ სანაპიროზე ქვიანი. საინტერესოა ადგილობრივი სამზარეულო, რომელიც გამოირჩევა ხორცის, თევზის, პასტისა და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით.

 

10.ლეფკადა

თუ წყლის სპორტის მოყვარული ხართ, ლეფკადა აუცილებლად უნდა ნახოთ. ქათქათა თეთრი ქვიშა, ლაჟვარდოვანი ზღვა და მეთევზეთა პატარა სოფლები ლეფკადას  მიმზიდველობას და ტურისტების სიმრავლეს მმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები