დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღეიდან 19 მაისამდე მნიშვნელოვანი პლანეტარული ცვლილება ხდება: სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადადის ტყუპების ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანთა პარტნიორულ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებში კომუნიკაბელურობას, დახვეწილ იუმორს, გონებაგამჭრიახობას და გააჩენს ერთობლივი მოგზაურობების სურვილს. თუმცა, ამავდროულად, მოიმატებს ფლირტისადმი და ტყუილისადმი მიდრეკილება, სულსწრაფობა რაც სიფრთხილეს მოითხოვს.
დღის რეკომენდაცია – დღევანდელი დღე მეტად დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოწესრიგებას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან მაღალია აურის ენერგეტიკული დაბინძურების ალბათობა. ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, რადგან მოტყუების შანსი დიდია. პოზიტიური დღეა ტელეფონის, ტელევიზორის და სხვა ტექნიკის შესაძენად, ასევე იურიდიული საქმიანობისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – ვენერას გადასვლა ტყუპებში ხელს უწყობს პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების გააქტიურებას, თუმცა დღეს საჭიროა მეტი თავშეკავება და წინდახედულობა. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა, ამიტომ ნუ აჰყვებით ემოციებს.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება გული და ხერხემალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის რეკომენდებული. სამაგიეროდ, შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემისა და ვენების მკურნალობა. გაითვალისწინეთ გეომაგნიტური დღის გავლენაც და ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად.
დღის მინერალები და ფერები – დადებითი კოსმიური ენერგიებისა და წარმატების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, სარდიონი და ქარვა. ტანსაცმელში, თუნდაც მცირე დეტალის სახით, შეიტანეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი ან ბეჟი ფერები, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძებისა და ტყუპებისთვის (მათთვის პრაქტიკული მოქმედებებია რეკომენდებული). შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.