LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის ბავშვებს სუპერქარების საჭესთან დასვამენ და სარბოლო ტრასაზე გასეირნების უფლებასაც მისცემენ

36
ferrari

ბრიტანულმა კომპანია Track Days, რომელიც სამოყვარულო რბოლების ჩატარებითაა დაკავებული, ახალი პროგრამა, სახელად Junior Driver დააანონსა. სპეციალისტები 10 დან 16 წლამდე  ბავშვებს საშუალებას მისცემენ რომ  Lamborghini Gallardo-ს ან Ferrari 458 Italia-ს საჭესთან მოკალათდნენ და ნამდვილ სარბოლო ტრასაზე იარონ. „რბოლის“ დროს მგზავრის სკამზე ფირმის წარმომადგენელი იჯდება.

ახალი პროგრამა ძველი ინიციატივის გაგრძელებაა, ძველი ინიციატივა კი მოყვარულ მძღოლებს საჭესთან დაჯდომის საშუალებას მართვის მოწმობის აღებამდე აძლევდა. Junior Driver-ის ფარგლებში, ნებისმიერი ბავშვი დაახლოებით 10 კილომეტრის გავლას შეძლებს. ასეთი ექსპერიმენტის ფასი 79 ფუნტი სტერლინგი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები