დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – ინტუიციას დღეს მეტად უნდა დაეყრდნოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში სწორ არჩევანს უფრო მეტად გააკეთებთ. დააკვირდით მათ ვინც გაქებთ, სწორედ ისინი მოგატყუებენ შემდგომ. უხეში მოქმედება მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევს დღეს. ახალი გეგმები გაასაიდუმლოვეთ შეძლებისდაგვარად, ხოლო ძველი ნივთებისგან უმჯობესია განთავისუფლება. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას და გაცემას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.
დღე მთლიანობაში სასიკეთოა მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, იურიდიული საკითხებისა და საქმეებისთვის, სასამართლო პროცესებისათვის, კაპიტალდაბანდებისათვის, ხელს უწყობს ქორწინებას, ნადირობას, თევზაობას. კარგია კონტრაქტების დასადებად, შემოქმედებითი მუშაობისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის, ქველმოქმედებისთვის.
პარტნიორული ურთიერთობები – შესაძლებელია ურთიერთობების აღდგენა. მოერიდეთ საიდუმლო სიყვარულს, რადგან ადვილად გამოაშკარავდება და უსიამოვნების მიზეზი შეიძლება გახდეს
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ტერფების ზონა, ნერვულ ლიმფური სისტემები და მხედველობა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის სასურველი. მაღალია ალერგიის, ინტოქსიკაციის ალბათობა, ამიტომ ზედმიწევნით აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი. მოერიდეთ ექოსკოპიას, ანალიზების ჩაბარებას, ალკოჰოლურ სასმელებს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: მარგალიტი, მარჯანი, ამეთვისტო , გიშერი, ხოლო ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ იისფერ, ვერცხლისფერ, მწვანე, ფირუზისფერ, ლურჯ ტონებს. ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქასა და თევზებისთვის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძის და ტყუპების ნიშნებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.