მელანია ტრამპი წლების განმავლობაში გამოირჩევა დახვეწილი და მკვეთრად ჩამოყალიბებული სტილით, თუმცა, მისი გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი ნაწილი ძვირადღირებული ჩანთების კოლექციაა, რომლის ფასები ასიათას დოლარსაც კი აღემატება. მედიის ინფორმაციით, პირველი ლედის კოლექციაში შეხვდებით როგორც „შანელის” მოდელებს, ასევე უკიდურესად იშვიათ „ჰერმესის” ჩანთებს, რომლებიც ელიტარულ მოდელებად ითვლება.
„იპოვეთ 10 განსხვავება“ – დონალდ და მელანია ტრამპების მისალოცი ბარათი კრიტიკის ობიექტი ხდება
ყველაზე გამორჩეულ მოდელად სახელდება მელანიას საყვარელი ჩანთა „ბირკინის” Matte Niloticus Crocodile შავ ფერში, რომელიც ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული. მსგავსი ჩანთები მეორად ბაზარზე 100 000 დოლარზე მეტ ფასად იყიდება და მათ მოპოვებას ხშირად წლები სჭირდება. დიზაინერი სინტია კენედი აღნიშნავს, რომ მელანია ტრამპის ჩანთების კოლექცია „კლასიკურ ფუფუნებასა და მაღალ სტატუსს“ ასახავს.
ცნობილია, რომ მელანიამ ნიანგის ტყავის „ბირკინის“ ჩანთა 2021 წლის იანვარში, თეთრი სახლის დატოვების დღესაც ატარა, ასევე 2019 წელს ლონდონში, როდესაც მეუღლესთან ერთად დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მელანია ხშირად ირჩევს კიდევ ერთ იშვიათ მოდელს, Gold Ostrich Sellier Kelly 28, რომელიც სირაქლემის ტყავისგან არის დამზადებული და რომლის ფასი 27 000 დოლარს ზემოთ იწყება. ამ ჩანთით იგი 2024 წლის ივლისში ნიუ-იორკში, ვაჟთან, ბერონ ტრამპთან ერთად გამოჩნდა. ექსპერტების შეფასებით, „ჰერმესის” მსგავსი ჩანთები მხოლოდ ფული კი არა, კავშირები, ისტორია და გავლენაც არის. სწორედ ამის გამო ექსპერტები მელანიას ისევ აკრიტიკებენ და ღიად ამბობენ, რომ პირველი ლედის თმენის ვალდებულება აქვს, რაც მსგავსი ღირებულების ჩანთების შეძენისას, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.




