კომპანია Lucid Motors-მა თავისი პირველი მოდელის ზამთრის ტესტების რგოლი გამოაქვეყნა. ვიდეოში ნაჩვენებია პროტოტიპი შემუშავების საწყის ეტაპზე, როდესაც ცდიდნენ მართვის, სტაბილიზაციისა და სამუხრუჭე სისტემას. ავტომობილმა მინესოტას ჩრდილოეთ ნაწილში მინუს 28 გადუსზე იარა.
ელექტროქარი Lucid Air გასული წლის ბოლოს გამოჩნდა. ავტომობილს ორი ელქტროძრავი აქვს, სერიული ვერსიის ავტომობილს ერთი დატევით 640 კილომეტრის გავლა შეუძლია.
ნულიდან 96 კილომეტრამდე ავტომობილს 2,5 წამი სჭირდებამაქსიმალური სიჩქარე კი 315 კილომეტრ საათს შეადგენს.
სავარაუდოდ, მოდელი არიზონაში აიწყობა, რომელშიც 700 მილიონ დოლარიან ინვესტიციას განახორციელებენ. მომავალი წლიდან Lucid Motors-ის კონვეირიდან 250 ავტომობილი გამოვა. ფასები კი 100-დან 160 000 დოლარამდე იქნება.
https://vimeo.com/203222817