103 წლის Peugeot 7 მილიონ დოლარად გაიყიდა. მსოფლიოში ყველაზე ძვირი ფრანგული ავტომობილი გასაყიდად Bonhams-ის აუქციონის სახლმა გამოიტანა. Peugeot L45 Grand Prix Two-Seater არც მეტი არც ნაკლები 1914 წლის მოდელია და ცოტა ხნის წინ ის ინდიანაპოლისის ავტოდრომზე გამართულ რბოლაშიც მონაწილეობდა. სარბოლო „პეჟოს“ საწყისი ღირებულება მილიონი დოლარი იყო და მან დღემდე ორიგინალური გარეგნობა შეინარჩუბა.
ავტომობილი 4 ცილინდრიანი, 4,5 მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და 112 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ „პეჟო“ ერთ-ერთია იმ უძველესი მოდელებიდან რომელიც დღემდე შემორჩა.
აღსანიშნავია, რომ მოდელი 2014 წელს პებლ-ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზეც გამოდიოდა.