LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

105 ათასი სამუშაო ადგილი 5 წელიწადში – ევროკავშირი საქართველოს 156 მლნ ლარს გამოუყოფს

207
554dbe1614337

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროპული განათლების ფონდის დირექტორმა ჩეზარე ონესტინმა “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით,  პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებს დასაქმებაში და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მისივე განცხადებით,  5 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 105 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

,,პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას 750-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებასა და 100-ზე მეტი პროფესიული სასწავლო კურსის შექმნაში. შეიქმნა ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა, ვორქნეტი და საპილოტე დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. ამ აქტივობების შედეგად, 30 000-ზე მეტმა ადამიანმა იშოვა სამუშაო ადგილი, თუმცა მათი უმეტესობა თბილისსა და დიდ ქალაქებში დასაქმდა. ახალი პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ მსგავსი ქმედებების წარმატებულად განხორციელებას რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების სისტემებზე”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს განათლების მინისტრიც, მიხეილ ბატიაშვილის თქმით პროექტი გულისხმობს პროფესიული მიმართულების განვითარებას და ამაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება.

magti 5g