LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

106 წლის ბებომ ორი მსოფლიო ომი, ესპანური გრიპი და კორონა გადაიტანა

489
grandmakilledcovid19

106 წლის ელენ ლეფევრი კორონავირუსისგან განიკურნა. ხანდაზმულ ქალბატონს COVID-19-ის დიაგნოზი 15 აპრილს დაუდასტურდა. ფრანგი მოხუცებულთა თავშესაფარში 200 ადამიანთან ერთად ცხოვრობს და საშიში დიაგნოზი მათ ნაწილს დაუდგინდა.

ელენს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე აწუხებდა, ამჟამად კი ის თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

ლეფევრი პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბადა. გოგონა 5 წლის იყო, როდესაც მსოფლიოს საშიში პანდემია „ისპანკა“ მოედო და 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გრიპი ელენსაც შეეყარა, თუმცა მოზარდის ორგანიზმმა მისი დამარცხება შეძლო.

ამას მოყვა მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ელენი ოკუპირებულ ზონაში აღმოჩნდა და თავის გადასარჩენად ტერიტორია დედასთან ერთად ფეხით დატოვა.

ასე რომ, როდესაც კორონავირუსის შესახებ შეიტყო, მოხუცს სულაც არ შეშინებია, მრავლის მნახველმა ზუსტად იცოდა, რომ ამ პრობლემასაც აუცილებლად დაძლევდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები