LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?

11989
Sick-kid-feature

ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მორიგი ტალღის შემოტევისას ვირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ დომინაციას ელიან. ახალი მუტანტი შტამი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უკვე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. ქვეყნების ნაწილმა ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად უკვე აამოქმედა მთელი რიგი ზომები, რაც საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას და მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გულისხმობს.

ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალ შტამზე ბევრი არაფერია ცნობილი, ჯერჯერობით საკმარისი კვლევები არ არის ჩატარებული იმის დასადგენად, თუ რა გართულებები შეიძლება მან გამოიწვიოს კლინიკური ან ეპიდემიოლოგიური კუთხით. მიუხედავად ამისა

,ექიმები უკვე საუბრობენ გარკვეული სიმპტომების შესახებ, რომელიც ომიკრონ შტამს სხვა შტამებისაგან განასხვავებს და რომელთა დაფიქსირების შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ეჭვი სწორედ ამ შტამზე უნდა მივიტანოთ.

პირველი გამორჩეული სიმპტომი გამონაყარია – მედიკოსები ამბობენ, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებს და იმ შემთხვევაში, თუ მათ სხეულზე უცნაური  გამონაყარი შენიშნეს, მიმართონ ექიმს.

დოქტორ დევიდ ლოიდის განცხადებით ბავშვებსა და მოზარდებში ომიკრონ შტამს ასევე ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვა. ლოიდის თქმით, იმ ბავშვებში, ვისაც ომიკრონ შტამი დაუდასტურდა, გამონაყარი 15%-ს აღენიშნებოდა. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ ომიკრონ-შტამით  ინფიცირებისას ვირუსი ოდნავ განსხვავებული სიმპტომებით იწყება, ვიდრე ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდებოდა.

„ჩვენი დაკვირვებით, პირველი სიმპტომები ამ დროს არა ხველა ან სიცხე, არამედ დაღლილობა, თავის ტკივილი და მადის დაკარგვაა. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი კოვიდპაციენტებს აქამდეც უვითარდებოდათ, ეს ძალიან იშვიათი იყო, ახლა კი მკვეთრად არის გამოხატული, განსაკუთრებით ბავშვებში.“- აცხადებს დოქტორი ლოიდი „სკაი ნიუსთან“ საუბარში.

ცხადია, პრობლემას ქმნის ის ფაქტიც, რომ ომიკრონი ძალიან სწრაფად  ვრცელდება , დაახლოებით ორჯერ სწრაფად, ვიდრე დელტა შტამი, თუმცა მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ომიკრონი ნაკლებ აგრესიული შტამია და ლეტალური შემთხვევების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა დოქტორ ლოიდის თქმით, ომიკრონს ძალიან სწრაფი გავრცელების გამო საზოგადოებისათვის მაინც ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია.

ექიმი აქვე გვახსენებს იმ სამ ძირითად სიმპტომს, რომელიც კოვიდს ზოგადად ახასიათებს როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

რა სიმპტომები ახასიათებს ომიკრონს ბავშვებში?

ადრე ითვლებოდა, რომ ბავშვებს კორონავირუსი ნაკლებად ემართებათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. უბრალოდ მატ უმეტესობას ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, მიუხედავად ამისა ბავშვთა პოპულაციისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ვირუსის დელტა შტამი.

როგორც უკვე აღინიშნა, ბავშვთა პოპულაციაში ომიკრონ შტამის ამოცნობას შევძლებთ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა უცნაური გამონაყარი სხეულზე, გადაღლილობის, შეგრძნება, უმადობა და თავის ტკივილი.

რაც შეეხებათ მოზრდილებს, მათთან გამონაყარი ნაკლებად ფიქსირდება, ძირითადი სიმპტომები კი, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის:

  • მაღალი ტემპერატურა
  • უწყვეტი ხველა – ეს ნიშნავს გამუდმებულ ხველებას, რომელიც ხანდახან შესაძლოა ერთი საათი ან მეტი არ გაჩერდეს.
  • ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა ან შეცვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომიკრონ ვარიანტის სიმპტომები განსხვავდება Covid-19-ის სხვა ვარიანტებისგან. ივარაუდება, რომ უახლოეს მომავალში მსოფლიოში დომინანტურ შტამად სწორედ ომიკრონი მოგვევლინება, რომელიც დელტა ვარიანტს სწრაფი გავრცელების გამო ჩაანაცვლებს.

„სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისათვის დიდ ბრიტანეთში ომიკრონ შტამის 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ჯერჯერობით ჰოსპიტალიზაცია არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები