აშშ-ს 106 წლის მკვიდრმა დაბადების დღე აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის „მავნე“ საიდუმლო დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა NBC 26 წერს.
ერმა პიტერსი 1917 წლის 10 დეკემბერს ვისკონსინის შტატში დაიბადა და მთელი ცხოვრებაც იქვე გაატარა. ქალი დიდ ოჯახში ცხოვრობდა და ქაღალდის ქარხანაში მუშაობდა. მოგვიანებით ერმა დაქორწინდა და ტყუპი გოგონების დედა გახდა. ამჟამად ქალი ორი შვილიშვილის და ერთი შვილთაშვილის ბებიაა.
დღესდღეობით ამერიკელი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. დაწესებულების თანამშრომლებს პიტერსთან დროის გატარება ძალიან უყვართ და მას ოჯახის წევრადაც მიიჩნევენ. ხანდაზმულმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მეგობრებთან ერთად გართობას არაფერი ურჩევნია. ქალი ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტად მას სწორედ ეს აბედნიერებს. პიტერსი დარწმუნებულია, საპატიო წლებს იმის დამსახურებით მიაღწია, რომ ბევრ დესერტს მიირთმევდა და რეგულარულად სვამდა ფორთოხლის წვენს.