მზე დღეს იმყოფება ერთგულ, ფრიად ორგანიზებულ და სტაბილურ კუროს ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის ქალწულის მეტად მოწესრიგებულ, დისციპლინირებულ, შრომისუნარიან ნიშანში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა იწყება – დღეიდან 2033 წლის მაისამდე, პლანეტა ურანი გადაინაცვლებს ტყუპების ნიშანში. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს კავშირების განახლებას, სამეცნიერო აღმოჩენებს, ახალი ტექნოლოგიებისა და პროგრამული სისტემების შექმნას. განსაკუთრებული წინსვლა იქნება მასმედიის, ტურიზმის, ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში.
დღის რეკომენდაცია – ხვალინდელი სავსემთვარეობის წინ, დღევანდელი დღე მოითხოვს ემოციების მაქსიმალურ კონტროლს. მოერიდეთ პროვოკაციებსა და კონფლიქტებს. არ არის რეკომენდებული შორეული მოგზაურობა და წესების დარღვევა, განსაკუთრებით საჭესთან. პოზიტიური დღეა საბუთების მოწესრიგებისთვის, დალაგება-დასუფთავებისა და ძველი ნივთებისგან გათავისუფლებისთვის. კარგი დროა ტექნიკისა და სპორტული ნაწარმის შესაძენად, ასევე დიეტის დასაწყებად. ხელსაყრელი პერიოდია მებაღეობისთვის.
რაც შეეხება უარყოფით ტენდენციებს, ნეგატიური დღეა ახალი ნაცნობობისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის. სხვის საქმეებში მათ გარეშე ჩარევა კი კონფლიქტის მიზეზი გახდება. ამასთან, არ არის სასურველი უძრავი ქონების ყიდვა-ყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სარისკო მოქმედებები.
პარტნიორული ურთიერთობები – ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი და მეწვრილმანე, რადგან ეს გამოიწვევს დაძაბულობასა და უკმაყოფილებას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და მოერიდეთ გადაღლას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძებისა და ტყუპებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა