Aston Martin-ის 1079 სიმძლავრის სუპერჰიბრიდის ვიზუალი ცნობილია. ეს არის ბრენდის პირველი სერიული მოდელი, რომელსაც გადაადგილება მხოლოდ ელექტროენერგიით შეუძლია, თუმცა სვლის მარაგი ასეთ რეჟიმში 14 კილომეტრია, მაქსიმალური სიჩქარე კი 140 კმ/სთ.
ჰიბრიდულ აგრეგატში შიდა წვის ძრავა 828 ცხენის ძალას ავითარებს, ერთი ელექტრო ძრავა 8 საფეხურიან „რობოტშია“ ინტეგრირებული, კიდევ ორი ძრავა კი წინა საბურავების მუშაობაზეა პასუხისმგებელი.
Aston Martin Valhalla დიდი ხანი იყო მუშაობის პროცესში – მხოლოდ ტესტებსა და ცდებს კომპანიამ 5 წელი დაახარჯა. ბოლოსდაბოლოს სიახლე ოფიციალურად წარადგინეს და ისიც დააზუსტეს რომ მისი წარმოება 2025 წლის მეორე ნახევრიდანაა დაგეგმილი.
![c82a08516c69acaacd4a741a8dfc3256](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-56_001227.jpg)
![3a0890c8fc154674ed695bd8a1e1bf35](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-46_296638.jpg)
![05ccbf769ea108b0310147ef80aa8d87](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-48_107987.jpg)
![7ea00aea9b8a1e806ff11cfae0fc153a](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-50_211357.jpg)
![8ccfdcb9e100879fcfd57cf2dfb2aeb5](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-51_958369.jpg)
![658866e419067ec5a64ddc32d3ac8c0f](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/12/2024-12-13_16-24-54_072321.jpg)