LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 რამ, რაც მხოლოდ საქართველოში უნდა გააკეთო – National Geographic ჩვენზე წერს

393
1

საქართველო კვლავ უცხოური მედია საშუალებების ყურადღების ცენტრშია. ამჯერად ჩვენზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი National Geographic წერს.

გამოცემა 11 ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ფოტოები მნახველს დაარწმუნებს, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო მათი მომდევნო თავგადასავალი და რატომ უნდა იმოგზაურონ ამ ქვეყანაში.

როგორც National Geographic აღნიშნავს, ზღვის სანაპიროებით, მთებით, ისტორიული ნანგრევებით საქართველო უნიკალური ქვეყანაა და მისი ნახვა აუცილებლად ღირს. აქვე გამოცემა მოგზაურებს 11 რამეს ურჩევს, რაც საქართველოში აუცილებლად უნდა გააკეთონ.

1.მოინახულეთ თუშეთის სოფლები –კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარე საქართველოს ეს რეგიონი, ნამდვილად უნდა აღმოაჩინოთ. ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ნაწილია.

2.ბათუმის ფუნიკულიორი – ახალი და ძველი შენობები, მშვენიერი პარკები, მუზეუმები და „მაგარი“ ყავა. ბათუმი საქართველოს ზღვისპირა ქალაქია, რომლის მშვენიერ არქიტექტურასაც ბათუმის ფუნიკულიორით გადაადგილებისას იხილავთ.

3.ჯომარდობა იგივე რაფტინგი მდინარე რიონზე – შეიგრძენით ემოციები და განიტვირთეთ.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

4.ლაშქრობა უშბაზე – კარვით ასვლა, დაბანაკება, ღამით ვარსკვლავების ყურება და უშბას მწვერვალის სილამაზით ტკბობა.

5.დააგემოვნეთ ქართული სამზარეულო – მხალი, ხინკალი, აჭარული ხაჭაპური – აღმოაჩინეთ ახალი მსოფლიო.

6.ლაშქრობა განსაცვიფრებელი მთის შუაგულში- National Geographic მოგზაურებს სტეფანწმინდაში ასვლას ურჩევს.

7.თბილისის აბანოები – ეწვიეთ აბანოთუბანს – აბანოების უბანი, საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს ახლანდელი ძველი თბილისის რაიონში მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებს.

8.ქართული ფოლკლორი – აღმოაჩინეთ ტრადიციული ქართული ცეკვები და დაესწარით „სუხიშვილების“ კონცერტს.

9.აღმოაჩინე ქართული ღვინო – National Geographic საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე წერს.

10.იყავი ზღვასთან ახლოს – გამოცემა მკითხველს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულებას ურჩევს. ბაღს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება.

11.თოვლიანი საქართველო ზღვასთან ერთად, National Geographic საკუთარ მკითხველს ურჩევს, თუ სიცივე არ აშინებთ, საქართველოში მაღალთიან რეგიონებში თოვლიან ბილიკებსაც გაუყვნენ და აღმოაჩინონ ბუნებაში გაშვებული მთის უნიკალური ცხოველები.

magti 5g