11 წელი აგვისტოს ომიდან – კედელი გორში, რომელიც აგვისოტოს ომის დროს ტყვიებით დაიცხრილა Gagosh-მ მოხატა.
სტენსილი ნათლად აღწერს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას. წლების გასვლის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ამ დრომდე ეტყობა ომის კვალი.
2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.
2008 წლის ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და მცოცავი ოკუპაციის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.