LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„11 წელია არ უნახავს“ – ტომ კრუზი გადაღებაზე იმ დღეს, როცა მის ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა

270
page

ტომ კრუზი პაპარაცებმა ლონდონში, თავისი უკანასკნელი „შეუსრულებელი მისიის“ გადაღებებზე მიმავალი დააფიქსირეს. ამ დღეს 61 წლის მსახიობი ლურჯ ზედასა და შარვალში იყო გამოწყობილი და იღიმოდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს მის ქალიშვილს, სურის 18 წელი შეუსრულდა. კრუზს ქალიშვილი, რომელიც მას კეტი ჰოლმსისგან ჰყავს, 11 წელია არ უნახავს. შვილთან ურთიერთობაზე თავად კრუზმა განაცხადა უარი.

სური ახლა დედასთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მედიის ცნობით მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, კონორ კრუზსთან და იზაბელა კრუზთან, რომლებიც ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა ქორწინების დროს იშვილეს.

ტომ კრუზის მიერ მიტოვებული ქალიშვილი, 17 წლის სური ულამაზესი გოგონაა

„61 წლის თინეიჯერი“, „სასაცილოა“ – ტომ კრუზის ახალი ვარცხნილობა განხილვის საგნად იქცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები