LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის ბიჭს უთხრეს, რომ დედა კორონავირუსით გარდაიცვალა, მაგრამ ის ცოცხალი აღმოჩნდა

203
11 წლის ბიჭი

11 წლის  ბიჭს უთხრეს, რომ მარტოხელა დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. თუმცა, ორი დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედა ცოცხალი იყო. შემთხვევა გერმანიაში, მიუნხენის საავადმყოფოში მოხდა.

ოჯახს დასაფლავების ორგანიზება დაწყებული ჰქონდა, როდესაც საავადმყოფოდან დარეკეს და უთხრეს, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.

ბიჭის დედა, რომელიც საპენსიო სახლში მუშაობს, კვლავ ცოცხალია და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

საავადმყოფოს სპიკერი აცხადებს, რომ ეს ადამიანური შეცდომაა და მომხდარს ღრმად  ნანობს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სოციალური დისტანციების შეზღუდვა ქვეყანაში 10 მაისამდე გაგრძელდება.

გასულ კვირას გერმანიაში გარკვეული ტიპის მაღაზიები გაიხსნა, იმ პირობით რომ მაღაზიებში დისტანცია მკაცრად იქნებოდა დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g